ედინ ტერზიჩი
Aa
Aa

დორტმუნდი VS ჩელსი: მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ სტადიაზე „დორტმუნდმა“ პირველ შეხვედრაში „ჩელსის“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის შემდეგ, გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა მატჩი შეაფასეს:

გრეჰემ პოტერი:

„ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ფორმირების პროცესშია. ცოტა იღბალი ყოველთვის არის საჭირო, მაგრამ მას ვერ დაელოდები. მუშაობა უნდა გააგრძელო. ბიჭები თავიანთი საქმისადმი მიდგომით ფანტასტიკურად მოქმედებენ. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი სირთულე და პრობლემა გვაქვს.

ძალიან რთული მატჩი იყო, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ბევრი მომენტი შევქმენით, თუმცა გაშვებული გოლით იმედგაცრუებული ვარ. მეგონა, რომ მეორე ტაიმში დომინანტი გუნდი ვიყავით. ეს იყო კონტრშეტევა კუთხურიდან. გოლის გატანასთან ჩვენ ვიყავით ახლოს, თუმცა გოლი მათ გაიტანეს.

ეს იმედისგამაცრუებელია, უკეთ უნდა ვიმოქმედოთ. მთლიანობაში ჩვენ ძალიან კარგად გამოვიყურებოდით, უბრალოდ გოლების გატანაა საჭირო“.

ედინ ტერზიჩი:

„რაც ჩვენ ამ საღამოს ნამდვილად გვჭირდებოდა, იყო ბურთის უფრო ხანგრძლივად კონტროლი. ნახევარდაცვაში ძალიან კარგად ვიპოვებდით მას, მაგრამ შემდეგ მარტივად ვთმობდით. ამ შეხვედრაში ბევრი კარგი რამ იყო, განსაკუთრებით შედეგი, მაგრამ ვიცით, რომ ჩელსისთან თამაში მარტივი არ არის. ამაღამ კი კარგი ნაბიჯი გადაიდგა.

ჩვენს კარს კარგად ვიცავდით, მაგრამ დროთა განმავლობაში მათ ჩვენს მესამედში შემოსვლა უადვილდებოდათ. ჩელსის წარმოუდგენელი სათამაშო ხარისხი აქვს, მაგრამ ჩვენი მეკარე წარმოუდგენელ ფორმაშია და ვიცით, რომ მასზე დაყრდნობა შეგვიძლია.

გამარჯვებული გამოსვლა შესანიშნავია. ცოტა იღბალი იყო ჩართული და ასევე გვყავდა არაჩვეულებრივი მეკარე. განსაკუთრებით პირველი ტაიმის ბოლოს“.

შეგახსენებთ, რომ ლონდონში განმეორებითი მატჩი 8 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯუღელი: ხვიჩასთვის ნეაპოლი სახლია, იტალიაში სხვაგან არასდროს ითამაშებს
ჯუღელი: ხვიჩასთვის ნეაპოლი სახლია, იტალიაში სხვაგან არასდროს ითამაშებს