ვიქტორ ოსიმენი, ხავიერ ძანეტი
Aa
Aa

„სერია A-ში საუკეთესო ოსიმენია“ - ძანეტიმ ნაპოლიზე ისაუბრა

„ინტერისა“ და არგენტინის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ხავიერ ძანეტიმ Dazn-თან ინტერვიუს დროს „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ვიქტორ ოსიმენმა მოახდინა.

რას ამბობს ძანეტი:

როგორ შევაფასებ ინტერის საჩემპიონო შანსებს? სატურნირო ცხრილში საკმაოდ დიდი სხვაობაა, მაგრამ წინ კიდევ ბევრი თამაშია. სერია A ყოველთვის კონკურენტუნარიანი ჩემპიონატი იყო. ვწუხვარ, რომ ქულები დავკარგეთ, თუმცა ეს გათამაშების ნაწილია.

ახლა „ნაპოლი“ თითქმის უშეცდომოა, არაჩვეულებრივ სეზონს ატარებს და აშკარად ეტყობა სპალეტის ხელი. ზოგადად, ლუჩანო ბრწყინვალე სპეციალისტია. თავის დროზე, მან „ინტერშიც“ ბრწყინვალე სამუშაო შეასრულა. ის არის მწვრთნელი, რომელიც ყველა გუნდში თავის კვალს ტოვებს. ეს მან თავის კარიერაში არაერთხელ დაამტკიცა.

ვინ არის ლიგაში საუკეთესო ფეხბურთელი? ვფიქრობ, ვიქტორ ოსიმენი. ის ყოველ მატჩში ამტკიცებს, რომ შესანიშნავი თავდამსხმელია. ის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

შეგახსენებთ, რომ 21 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 56 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 13 ქულით უსწრებს.

ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „კრემონეზეს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შექმნა შედევრი, რომლითაც ხელოვანიც იამაყებდა“ - Daily Mail-ი ხვიჩაზე წერს
„შექმნა შედევრი, რომლითაც ხელოვანიც იამაყებდა“ - Daily Mail-ი ხვიჩაზე წერს