ბარსელონა, ინტერი
Aa
Aa

ინტერი და ბარსელონა კორეას და დეპაის არ გაცვლიან

დღეს ესპანურმა მედიამ გვაუწყა, რომ „ბარსელონა“ და „ინტერი“ გაცვლისთვის ემზადებოდნენ. საუბარი მემდის დეპაიზე და ხოაკინ კორეაზე იყო. ამ ინფორმაციას არაერთი იტალიური გამოცემაც ადასტურებდა, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა.

Diario AS-ს ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, გაცვლა პირადად ჩავი ერნანდესმა დაბლოკა. ესპანელ სპეციალისტს ნიდერლანდელი შემტევის გასხვისება არ სურს, რადგან მისი ეიმედება, თუმცა თავად ფეხბურთელი საკუთარი სათამაშო წუთებით უკმაყოფილოა და „ბარსელონას“ დატოვება უნდა.

შეგახსენებთ, რომ მემფის დეპაი კატალონიურ გრანდს 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა და კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურება. მიუხედავად ჩავის სურვილისა, „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელობას მემფისის გაყიდვით ფინანსური სარგებლის მიღება სურს.

2021 წლიდან დღემდე, დეპაიმ „ბარსელონას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 42-ჯერ მოირგო, 14 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები