ლაშა შავდათუაშვილი, ილია სულამანიძე, ტატო გრიგალაშვილი
Aa
Aa

„შეკრებაზე მაღალი დონის პარტნიორები არიან“ - ძიუდოისტები ავსტრიაში ემზადებიან

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ავსტრიის ქალაქ მიტერსილში იმყოფება და წინასასეზონო შეკრებას გადის. ლაშა გუჯეჯიანის გუნდი ავსტრიაში თითქმის სრული შემადგენლობით გაემგზავრა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ძიუდოისტებთან ერთად საერთო შეკრებას გადის.

მიტერსილში მოსამზადებელი ეტაპის პარალელურად ევროპული ძიუდოს კავშირი ლაშა შავდათუაშვილს, ტატო გრიგალაშვილსა და ილია სულამანიძეს ესაუბრა. EJU-ს ვებ-გვერდზე ქართველი ძიუდოისტების კომენტარები ვრცელდება.

ლაშა შავდათუაშვილი:

საოცარი გრძნობაა, როდესაც ახალ წელს შენს წონაში მსოფლიოს პირველ ნომრად ხვდები, ეს თავდაუზოგავი შრომის შედეგია. თუმცა, მსოფლიოსა, თუ ოლიმპიური ჩემპიონობის განცდა შეუდარებელია. მიტერსილი საოცარი ადგილია, შეკრებაზე გვყავს მაღალი ხარისხის პარტნიორები, რომელიც სრულფასოვნად მომზადებაში გვეხმარებიან.

ტატო გრიგალაშვილი:

ძალიან ბედნიერი ვარ მსოფლიო რეიტინგის ლიდერობით და წელს ყველაფერს გავაკეთებ, რომ კიდევ უფრო წარმატებული ვიყო. მიტერსილი კარგი ადგილია, ძალიან კარგი პარტნიორებით. ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ეს ზუსტად ის დონეა, რაც ჩვენ გვჭირდება. მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს და ასევე ძიუდოისტებს ამ შესანიშნავი საწვრთნელი ბანაკისთვის.

ილია სულამანიძე:

უპირველეს ყოვლისა ვიტყვი, რომ მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომრის წოდება ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციაა. ეს პოზიცია ძიუდოს სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანია და მთელი წლის განმავლობაში მთავარი მიზანი იქნება, რომ რეიტინგის პირველ ნომრად დავრჩე. მიტერსილში პირველად ვარ და ძალიან მომწონს ხედები, ძიუდოს ატმოსფერო და ძლიერი საწვრთნელი ბანაკი.

შეგახსენებთ, რომ პირველი ტურნირი, რომელზეც ქართველი ძიუდოისტები იასპარეზებენ, პორტუგალიის გრან პრი იქნება. შეჯიბრი 27-29 იანვარს გაიმართება და საქართველოს ნაკრები 6 სპორტსმენით წარსდგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები