გარი ნევილი
Aa
Aa

გარი ნევილი: „არსენალი პრემიერ ლიგას ვერ მოიგებს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, გარი ნევილმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონზე ისაუბრა. „წითელი ეშმაკების“ ექს-მცველს საინტერესო მოსაზრება აქვს და მისი თქმით, „არსენალი“, რომელიც 8-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, ჩემპიონი ვერ გახდება.

„არსენალი პრემიერ ლიგას ვერ მოიგებს. ჩემპიონი მანჩესტერ სიტი გახდება და მეორე ადგილს მანჩესტერ იუნაიტედი დაიკავებს. მირჩევნია, ჩემპიონი არსენალი გახდეს, რადგან ეს პრემიერ ლიგისთვის ბრწყინვალე მოვლენა იქნება, თუმცა არ მგონია, ეს მოხდეს.

ვისურვებდი, რომ ჩემპიონი ჩემი გუნდი გამხდარიყო, მაგრამ სიმართლეს გეტყვით, რომ ამის დიდად არ მჯერა. ჩემი აზრით, დადგება მომენტი, როცა სიტი ფორმას აკრეფს და როგორც კი ეს მოხდება, ქალაქელები არსენალს 2-ჯერ შეხვდებიან. მოვა დრო, როცა არსენალს რთული პერიოდი დაუდგება და ქულების აღება გაუჭირდება. დასაჯერებელია, რომ არტეტას გუნდი მთელი სეზონი ასე გააგრძელებს? არ მგონია“.

შეგახსენებთ, რომ „მეთოფეები“ მომდევნო შეხვედრას ერთ-ერთი კონკურენტის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გამართავენ. „წითელი ეშმაკები“ ბრწყინვალე ფორმაში იმყოფებიან და ლონდონელებს 9 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლებრონის მეფური მიღწევა - NBA-ის ისტორიაში მეორეა, ვინც ეს გააკეთა
ლებრონის მეფური მიღწევა - NBA-ის ისტორიაში მეორეა, ვინც ეს გააკეთა