რეალს ვალენსიასთან მატჩამდე ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
Aa
Aa

რეალს ვალენსიასთან მატჩამდე ორი ფეხბურთელი გამოაკლდა

ესპანეთის ლა ლიგის მე-16 ტურში, „ვილიარეალთან“ მატჩის შემდეგ მადრიდის „რეალს“ ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა.

კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევებით, დაზიანებები აურელინ ჩუამენისა და დავიდ ალაბას აღმოაჩნდათ.

ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენი ხანი იუქმებენ ალაბა და ჩუამენი, თუმცა დაზუსტების შეიძლება ითქვას, რომ ისინი 11 იანვარს, „ვალენსიასთან“ გასამართი სუპერთასის შეხვედრას გამოტოვებენ.

ცნობისთვის, „ვილიარეალთან“ მადრიდული კლუბი 2:1 დამარცხდა. ალაბამ შეხვედრაში შეუცვლელად, 90 წუთი ითამაშა, ჩუამენი კი 64-ე წუთზე შეცვალეს.

16 ტურის შემდეგ, მადრიდის „რეალი“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „ბარსელონას“ 3 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
The Athletic: „პერესმა აზარი ტრანსფერზე ზედიზედ მეოთხედ დააყენა“
The Athletic: „პერესმა აზარი ტრანსფერზე ზედიზედ მეოთხედ დააყენა“