მადრიდის რეალი, ფლორენტინო პერესი, ედენ აზარი
Aa
Aa

The Athletic: „პერესმა აზარი ტრანსფერზე ზედიზედ მეოთხედ დააყენა“

The Athletic-ის ინფორმაციით, კარლო ანჩელოტი და კლუბის მმართველები ედენ აზარით იმედგაცრუებულნი არიან. „სამეფო კლუბმა“ აზარი ტრანსფერზე ზედიზედ მე-4 სატრანსფერო ფანჯრისას დააყენა, თუმცა ფლორენტინო პერესს ესმის, რომ ბელგიელის გაყიდვა მიმდინარე თვეში თითქმის შეუძლებელია. ოჯახური მდგომარეობის გამო „ჩელსის“ ყოფილ შემტევს შუა სეზონში გუნდისა და საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა არ სურს.

თებერვალში მადრიდში ფეხბურთელის აგენტებსა და „რეალის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება. 32 წლის ნახევარმცველს ვითარების შესწასვლა სურს, რომ არსებული ვითარებიდან გამოსავალი იპოვოს. ედენს კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა კლუბის წარმომადგენლებს მასთან კონტრაქტის გაწყვეტა მიმდინარე სეზონის დასრულებისას სურთ. სეზონის ბოლოს კონტრაქტის გაწყვეტა უფრო რეალურია, ვიდრე მიმდინარე თვეში აზარის გაყიდვა. მით უმეტეს, რომ ბელგიელი კლუბიდან წასვლის წინააღმდეგია.

2019 წელს აზარი „ჩელსიდან“ „რეალში“ 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მისი ხელფასი კვირაში 400 000 ფუნტი სტერლინგია. აზარმა კარიერის საუკეთესო წლები „არისტოკრატებში“ გაატარა (2012-19), თუმცა „რეალში“ მოლოდინი ვერ გაამართლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზიდანმა იცის, რომ მას უდიდეს პატივს ვცემ“ - ლე გრემ ბოდიში მოიხადა
„ზიდანმა იცის, რომ მას უდიდეს პატივს ვცემ“ - ლე გრემ ბოდიში მოიხადა