თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას გამარჯვება კატალონიაში - ვირტუს ბოლონიამ ბარსელონა დაამარცხა

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-8 გამარჯვება იზეიმა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა ამ ტურნირზე ზედიზედ მე-2 შეხვედრა მოიგო და ევროლიგის ერთ-ერთ ფავორიტს, „ბარსელონას“ სტუმრად სძლია.

„ვირტუს ბოლონიამ“ კარგად დაიწყო და პირველ მეოთხედში მრისხანე მეტოქეზე 11-ით მეტი ქულა ჩააგდო, თუმცა მეორე ათწუთეული 8 ქულით დათმო და დიდ შესვენებაზე 3-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მესამე მეოთხედი 18:18 დასრულდა და „ბლაუგრანას" დიდი ძალისხმევის მიუხედავად, იტალიელებმა საქმე ბოლომდე მიიყვანეს - 83:75.

თორნიკე შენგელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 20 წუთი და 9 წამი გაატარა. ამ დროში, მან 5 ქულა, 2 მოხსნა (1 მეტოქის ფარზე) 6 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა. შენგელიამ 1 ორქულიანი ჩააგდო და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა. თოკოს 4 დაკარგვა ჰქონდა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 11 გახლდათ.

ამრიგად, „ვირტუს ბოლონიას“ 8 მოგება და 9 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილის მე-11 პოზიციას იკავებს. საქართველოს ნაკრების კაპიტნის გუნდს მომდევნო შეხვედრა იტალიის ჩემპიონატის ეგიდით ელის და 7 იანვარს, „ტორტონას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კრიშტიანუ: „საუდის არაბეთს ძალიან, ძალიან ძლიერი ჩემპიონატი აქვს“
კრიშტიანუ: „საუდის არაბეთს ძალიან, ძალიან ძლიერი ჩემპიონატი აქვს“