ინტერი, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

“ხვიჩას ცეცხლი ინტერთან მალე ქრებოდა“ - იტალიური მედიის შეფასება

სერია ა განახლდა. გულშემატკივრებმა ცენტრალური და მხიარული დაპირისპირება იხილეს. „ინტერმა“ „ნაპოლის“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ლუჩიანო სპალეტის შეგირდები, მიმდინარე სეზონის იტალიის ჩემპიონატში პირველად დამარცხდნენ, ხოლო ყველა ტურნირზე ერთად მეორედ.

მატჩის დასრულების შემდეგ, იტალიურმა გამოცემებმა „ნაპოლის“ ფეხბურთელები შეაფასეს და ქულები დაუწერეს. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც ხვიჩა გახლავთ. ვნახოთ რას წერენ ქართველ ფეხბურთელზე.

CalcioNapoli – 5.5

„დაბრუნების შემდეგ, უნდა მიმხვდარიყო, რომ ადვილი მატჩი არ ელოდებოდა. ის ფეხებში ძალიან ბევრ დარტყმას იღებდა. პირველი რეალური მომენტი ოსიმენს შეუქმნა, რომელიც ონანასთან პირისპირ დატოვა. კვარაცხელია ხიფათის შექმნას დარტყმებით და დრიბლინგებით ცდილობდა. მისი ცეცხლი მალე ქრებოდა.

Tuttomercatoweb – 6

„ხვიჩა საკუთარი თანაგუნდელებისთვის მუდმივი შეტევის წყაროა. მარცხენა ფლანგზე, მთელი მატჩის განმავლობაში შკრინიარის და დარმიანის თავის ტკივილი იყო. რთულია მისი ცუდად შეფასება, თუნდაც მაშინ, როდესაც კარგად ვერ ითამაშა. რამდენჯერმე მსაჯმა მის წინააღმდეგ დარღვეული თამაშის წესი არ დააფიქსირა. ეს კი მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს ლიმიტს უვსებდა.“

ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ, „ნაპოლის“ 41 ქულა დარჩა. თავისი მატჩი მოიგო „მილანმა“, რომელიც მეორე ადგილზე იმყოფება და „პარტენოპეის“ ახლა უკვე 5 ქულით ჩამორჩება. შემდეგ მატჩს „ნაპოლი“ „სამპდორიას“ წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება 8 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

ხვიჩას ყველა მომენტი „ინტერთან“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას მაგარი მატჩი საბერძნეთში - 2 საგოლე პასი და მნიშვნელოვანი გამარჯვება
შენგელიას მაგარი მატჩი საბერძნეთში - 2 საგოლე პასი და მნიშვნელოვანი გამარჯვება