ანსუ ფატი
Aa
Aa

ბარსელონა მზადაა ანსუ ფატი გაყიდოს - მისი გამოსასყიდი 1 მილიარდი ევროა

ესპანური პრესის ინფორმაციით, „ბარსელონამ“ ანსუ ფატის გაყიდვა გადაწყვიტა. ახალგაზრდა ფეხბურთელზე უდიდესი ავანსები იყო გაცემული, მაგრამ იგი კლუბისა და გულშემატკივრების იმედებს ჯერჯერობით ბოლომდე ვერ ამართლებს და „ბლაუგრანამ“ ზომების მიღება გადაწყვიტა.

Mundo Deportivo-ს ცნობით, „ბარსამ“ ფატი სატრანსფერო ბაზარზე დააყენა და ამის მიზეზი კატალონიელთა ფინანსური მდგომარეობაა. „ბარსელონასთვის“ სახელფასო ბიუჯეტის შემცირება აუცილებელია და ესპანურმა გრანდმა ამ გამოსავალს მიაგნო.

საინტერესოა, რომ ფატის კონტრაქტში ჩადებული პუნქტის მიხედვით, მისი გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევროა. მიუხედავად ამისა, „ბარსა“ მზადაა, ანსუს 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს. ფატის კლუბის დატოვება არ სურს, მაგრამ სათამაშო დროის გაზრდაზეა ორიენტირებული და არის შანსი, ტრანსფერს დათანხმდეს.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, ფატიმ მონაწილეობა 15 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 3 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა. ანსუმ ჩემპიონთა ლიგაზე 6-ჯერ ითამაშა და თავი ვერაფრით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპე არგენტინელებმა NBA-ს თამაშზე დატროლეს
მბაპე არგენტინელებმა NBA-ს თამაშზე დატროლეს