გიორგი ქვილითაია, ლაშა დვალი, ბუბა დაუშვილი
Aa
Aa

აპოელ-ის გამარჯვება - ქართველების გუნდი ჩემპიონატის ლიდერია

კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-17 ტურში აპოელ-მა შინ აუტსაიდერი „ოლიმპიაკოსი“ 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 28-ე წუთზე პორტუგალიელმა დალჩიომ გაიტანა. საგოლე კომბინაცია გიორგი ქვილითაიამ დაიწყო, რომელმაც გადაცემა მარჯვენა ფლანგზე სარფოს მისამართით შეასრულა, ამ უკანასკნელის საგოლე პასს დალჩოს გოლი მოჰყვა.

ქვილითაიას გოლის გატანა თავად შეეძლო, თუმცა მისი თავური დარტყმა ოდნავ არაზუსტი იყო. ასევე, მატჩის მიწურულს ეფრემს ქვილითაიას მეკარესთან პირისპირ დატოვების შანსი ჰქონდა, მაგრამ პასის გაკეთების ნაცვლად კარისკენ არაზუსტად დაარტყა.

აპოელ-ის სათადარიგოთა სკამზე საყრდენი ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი და ცენტრალური მცველი ლაშა დვალი ისხდნენ. დვალს თამაშში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო დაუშვილი 79-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და მატჩის დარჩენილი დრო მინდორზე გაატარა. რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, მან სასტარტოში შეუცვლელად იასპარეზა.

17 ტურში აპოელ-მა 40 ქულა დააგროვა. მეორე პოზიციას ლევან ხარაბაძის „პაფოსი“ და ლარნაკას აეკ-ი 37-37 ქულით იკავებენ, თუმცა მათ 16 მატჩი ჩაატარეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას მე-4 მშრალი მატჩი - ვალენსიას დამაჯერებელი გამარჯვება
მამარდას მე-4 მშრალი მატჩი - ვალენსიას დამაჯერებელი გამარჯვება