სანდრო მამუკელაშვილი, გიორგი ბეჟანიშვილი
Aa
Aa

ბეჟანიშვილის 6 ქულა და გამორჩეული მომენტი NBA-ს განვითარების ლიგაში

NBA-ს განვითარების ლიგაში გიორგი ბეჟანიშვილის „კოლეჯ პარკ სქაიჰოუქსი“ შინ „ლეიკლენდ მეჯიქთან“ 116:131 დამარცხდა. 24 წლის ქართველ კალათბურთელს სასტარტო ხუთეულში არ უთამაშია, მან პარკეტზე 21 წუთი გაატარა. მის აქტივში 6 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასია.

„კოლეჯ პარკ სკაიჰოუქსმა“ ბეჟანიშვილის თამაშიდან ერთი მომენტი გამოარჩია, როცა სამ მეტოქეს გვერდი ცეკვის მსგავსი მოძრაობებით აუარა და ახლო მანძილიდან კალათში ჩააგდო.

NBA-ს განვითარების ლიგაში ბეჟანიშვილის გუნდის აქტივში ორ შეხვედრაში მოპოვებული 1 გამარჯვებაა. „კოლეჯ პარკ სქაიჰოუქსი“ შემდეგ შეხვედრას სანდრო მამუკელაშვილის „ვისკონსინ ჰერდთან“ გამართავს. შეხვედრა 5 იანვარს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, მამუკელაშვილი „მილუოკი ბაქსის“ მოთამაშეა, თუმცა მცირე სათამაშო დროის გამო NBA-ს განვითარების ლიგაში ხშირად თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები