ინტერი, მადრიდის რეალი, ლაუტარო მარტინესი
Aa
Aa

80 მილიონი ლაუტაროსთვის - ინტერი რეალის შეთავაზებას ელოდება

მიმდინარე სეზონში კარიმ ბენზემას ტრავმები აწუხებს. „სამეფო კლუბს“ კი მისი შემცვლელი არ ჰყავს. მეტიც, ოქროს ბურთის მოქმედ გამარჯვებულს „ბლანკოსთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურება და „რეალი“ უკვე ახალი თავდამსხმელის ძიებაშია.

ეჭვი არავის ეპარება, რომ მადრიდული გრანდი მას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს, თუმცა ახალგაზრდა შემტევის მოყვანაზე გუნდი მაინც ფიქრობს. ავტორიტეტული გამოცემა GOAL ლაუტარო მარტინესის შესახებ წერს.

წყაროს ცნობით, „რეალი“ არგენტინელი თავდამსხმელის შეძენით არის დაინტერესებული. ამ ინფორმაციას Calciomercatoweb-იც ადასტურებს და წერს, რომ „ინტერი“ ფინანსურ კრიზისშია და მზად არის 80-მილიონიანი წინადადება ნებისმიერი გუნდისგან მოისმინოს. ჯერი ახლა ანჩელოტის გუნდზეა.

თუ ფლორენტინო პერესი საჭირო ფინანსებს გამოყოფს, თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ ლაუტარო მადრიდის „რეალში“ ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია - ბაიერნმა ნოიერის შემცვლელი იპოვა
ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია - ბაიერნმა ნოიერის შემცვლელი იპოვა