კრიშტიანუ რონალდუ, კილიან მბაპე, პოლ პოგბა, ერლინგ ჰოლანდი, ლიონელ მესი, გავი, რუბენ დიაში, ედენ აზარი, კევინ დე ბრუინი, ტიბო კურტუა, ტიმო ვერნერი, ჟოაუ ფელიქსი, ჯამალ მუსიალა, ჯეიდონ სანჩო, არტურ მელუ, ილაიშ მორიბა
Aa
Aa

წლის მთავარი იმედგაცრუებები - Sport-მა რონალდუ ათეულში შეიყვანა

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა, Sport-ი 2022 წლის შეჯამებას აკეთებს და 10 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც წლის მთავარ იმედგაცრუებებად იქცნენ. ათეულში საფეხბურთო სამყაროს რამდენიმე ვარსკვლავი მოხვდა და ერთ-ერთი კრიშტიანუ რონალდუა.

როგორია Sport-ის ტოპ 10

ედენ აზარი (რეალი), ჟოაუ ფელიქსი (ატლეტიკო), პოლ პოგბა (იუვენტუსი), ჯეიდონ სანჩო (მანჩესტერ იუნაიტედი), ფილიპე კოუტინიო (ასტონ ვილა), არტური (ლივერპული), ილაიშ მორიბა (ვალენსია), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი), გარეტ ბეილი (ლოს ანჯელესი), კრიშტიანუ რონალდუ (კლუბის გარეშე).

საინტერესოა, რომ Sport-მა საუკეთესო ფეხბურთელების ათეულიც შემოგვთავაზა და სია ასე გამოიყურება: ტიბო კურტუა (რეალი), რუბენ დიაში (სიტი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), გავი (ბარსელონა), კევინ დე ბრუინი (სიტი), ჯიუდ ბელინგემი (დორტმუნდი), ლიონელ მესი (პსჟ), კარიმ ბენზემა (რეალი), კილიან მბაპე (პსჟ), ერლინგ ჰოლანდი (სიტი).

შეგახსენებთ, რომ რონალდუს სამომავლო გეგმებზე ბევრი იწერება და უცხოური პრესის ინფორმაციით, იგი კარიერას „ალ-ნასრის“ რიგებში განაგრძობს. საინტერესოა, რომ დღეს, განსხვავებული ინფორმაცია გავრცელდა და გვაუწყეს, რომ კრიშტიანუმ ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე კლუბისგან წინადადება მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: „ჩემგან ვერასდროს გაიგონებთ სიტყვებს, რომ მესი ყველა დროის საუკეთესოა“
ანჩელოტი: „ჩემგან ვერასდროს გაიგონებთ სიტყვებს, რომ მესი ყველა დროის საუკეთესოა“