ბარსელონა, რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

„ამ გამოწვევას ვიღებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ“ - ლევანდოვსკი ლა ლიგისა და ევროპა ლიგის მოგებაზე

კატალონიური „ბარსელონას“ თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ Mundo Deportivo-სთან ინტერვიუს დროს კლუბთან ერთად ლა ლიგისა და ევროპა ლიგის მოგების შანსებზე ისაუბრა,

რას ამბობს ლევანდოვსი:

რა თქმა უნდა, ამ ტურნირების მოგებაზე ვფიქრობთ. ეს დიდი და რთული გამოწვევა იქნება, მაგრამ ეს ისე უნდა მივიღოთ, რომ შანსი ბოლომდე გვქონდეს. ლა ლიგაში ახლა პირველ ადგილზე ვართ და ჩემპიონობის შანსიც ნამდვილად გვაქვს.

ევროპა ლიგაზე საუბარი და პროგნოზების გაკეთება შესაძლოა ნაადრევი იყოს. ჯერ „მანჩესტერ იუნაიტედზე“ უნდა ვიფიქროთ და ამავდროულად, ლა ლიგაში ყველა თამაშს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. თუ გამარჯვებიდან გამარჯვებამდე სწორად მივალთ, მაშინ ჩემპიონატის მოგებასაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივუახლოვდებით.

ცნობისთვის, „ბარსელონა“ 14 ტურის შემდეგ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 37 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ, მადრიდის „რეალს“ 2 ქულით უსწრებს.

კატალონიელი ლა ლიგის განახლების შემდეგ პირველ შეხვედრას 31 დეკემბერს, 17:00 საათზე „ესპანიოლის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Marca: გუნდში ატმოსფეროს გააფუჭებს - რეალს მბაპეს შეძენა არ უნდა
Marca: გუნდში ატმოსფეროს გააფუჭებს - რეალს მბაპეს შეძენა არ უნდა