რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

ლევანდოვსკი: პრობლემა ის არის, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტი უნდა განვავითაროთ

რობერტ ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონას“ წარუმატებლობაზე ისაუბრა.

კატალონიური კლუბი ჩემპიონთა ლიგას ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ გამოეთიშა. „ბარსას“ ტურნირი 2015 წლის შემდეგ არ მოუგია.

„ჩვენ არ ვიცოდით, როგორ მოგვეგო ჩემპიონთა ლიგა და არ გვესმოდა, როგორ უნდა გვეთამაშა მოსაგებად, მაგრამ ლა ლიგაში ძალიან კარგად ვართ. ბარსას ძალიან ახალგაზრდა გუნდი ჰყავს. ბოლო თვეებში მიღებული გამოცდილება მომავალ სეზონზე დადებითად აისახება. დიახ, ზოგჯერ თქვენ უბრალოდ უნდა იცოდეთ რა უნდა გააკეთოთ, რომ გაიმარჯვოთ. ლა ლიგაში ეს რამდენჯერმე ვაჩვენეთ.

უნდა გააგრძელო მუშაობა, რადგან არის თამაშები, რომლის მოგებაც ადვილია და ბევრ გოლს გაიტან. მაგრამ არის სხვა მატჩებიც - არის ცუდი დღეები, როდესაც მთავარია გამარჯვება და სამი ქულის აღება“.

- სჭირდება თუ არა ბარსას ფსიქოლოგიაზე მუშაობა?

„ეს არ არის ფსიქოლოგიაზე მუშაობა. პრობლემა ის არის, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტი უნდა განვავითაროთ. არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულ მატჩში ყველაფერს სწორად აკეთებ თუ არა. თავში მხოლოდ ის აზრი უნდა გვქონდეს, რომ საბოლოოდ ჩემპიონები გავხდებით“,

- განაცხადა 34 წლის პოლონელმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდო: მბაპე მე მგავს, მესიმ მოგება დაიმსახურა, ბრაზილიას კონტროლი დააკლდა
რონალდო: მბაპე მე მგავს, მესიმ მოგება დაიმსახურა, ბრაზილიას კონტროლი დააკლდა