ბარსელონა, პსჟ, ლიონელ მესი
Aa
Aa

4-თვიანი მოლაპარაკება და პრინციპული შეთანხმება - მესი პსჟ-ში რჩება

გილემ ბალაგის ინფორმაციით, ლიონელ მესიმ პსჟ-სთან ახალ კონტრაქტზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია. მესი, რომელსაც პსჟ-სთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისში ეწურება, პარიზულ კლუბთან ახალ კონტრაქტს 1+1 სისტემით გააფორმებს.

მხარეებს შორის მოლაპარაკება ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ერთმანეთს პსჟ-ს საფეხბურთო დირექტორი ლუიშ კამპუში და მესის მამა ხორხე ესაუბრებოდნენ. საკვანძო შეხვედრა დოჰაში შედგა, რომელსაც კლუბის მმართველი ნასერ ალ-ხელაიფი ესწრებოდა.

ბალაგის თქმით, მესი და მისი ოჯახი პარიზში ცხოვრებით ბედნიერები არიან.

აღსანიშნავია, რომ მესის ყოფილ კლუბს, „ბარსას“ არგენტინელისთვის წინადადებით არ მიუმართავს.

მოგეხსენებათ, მესი „ბარსაში“ 2004-21 წლებში თამაშობდა, კატალონიურ კლუბში უდიდესი ეპოქა შექმნა, ლა ლიგა 10-ჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგა კი - ოთხჯერ. 2021 წლიდან არგენტინელი პსჟ-სთვის თამაშობს, 35 წლის ფეხბურთელმა ლიგა 1-ის 13 თამაშში 7 გოლი შეაგდო, 10 საგოლე პასი შეასრულა, შემდეგ კი „ალბისელესტესთან“ ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
30 კლუბიდან ვერცერთი - რონალდუსა და მის აგენტს ურთიერთობა დაეძაბათ
30 კლუბიდან ვერცერთი - რონალდუსა და მის აგენტს ურთიერთობა დაეძაბათ