კილიან მბაპე, ანხელ დი მარია, ლიონელ მესი, უსმან დემბელე, როდრიგო დე პაული, ედუარდო კამავინგა, ანტუან გრიზმანი, რაფაელ ვარანი, ემილიანო მარტინესი, ოლივიე ჟირუ, ენცო ფერნანდესი, კინგსლი კომანი, ადრიენ რაბიო, დაიო უპამეკანო, მარკუს ტურამი
Aa
Aa

დემბელე მიწასთან გაასწორეს - LEquipe-მა ფინალური მატჩის შეფასებები შემოგვთავაზა

ავტორიტეტულმა L'Equipe-მა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის მონაწილე ფეხბურთელების შეფასებები შემოგვთავაზა. ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ „სამფეროვანთა“ ორი ფეხბურთელი განსაკუთრებულად გააკრიტიკა და უსმან დემბელესა და ოლივიე ჟირუს შეფასება საერთოდ არ დაუწერა.

„დაუმსახურებელი 42 წუთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. ბარსელონას ფეხბურთელი დაცვაში თავის მეტოქეებს ყოველთვის ჩამორჩებოდა. ანხელ დი მარიამ ბრწყინვალედ ჩამოიტოვა და შემდეგ დემბელემ საეჭვო ჯარიმა აიღო, შეტევაში კი მისი პირველი შეხებების შემდეგ, ბურთი ყოველთვის მეტოქეს რჩებოდა“, - დაწერა L'Equipe-მა დემბელეზე. აი, ჟირუს რაც შეეხება, ფრანგულმა გამოცემამ განაცხადა, რომ მან დღის სინათლე ვერ იხილა და არგენტინელმა უკანახაზელებმა ყველა კომპონენტში აჯობეს.

L'Equipe-მა უგო ლორისის ასპარეზობა 6 ქულით შეაფასა, თუმცა დასძინა, რომ იგი პენალტების სერიისას ეფექტური მეკარე ვერასდროს იქნება. ჟიულ კუნდემ და რაფაელ ვარანმა 5-5 ქულა მიიღეს, დაიო უპამეკანოს 6 დაუწერეს, ხოლო ტეო ერნანდესი L'Equipe-მა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა, მისი გამოსვლა 10-დან 3 ქულით შეაფასა და იკითხა, იყო თუ არა იგი ასეთი მნიშვნელოვანი მატჩისთვის ემოციურად სრულ მზადყოფნაში.

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელების შეფასებები

აურელინ ჩუამენი - 4 ქულა, რადგან საჯარიმოს მისადგომებთან მესი ვერ შეაჩერა.

ანტუან გრიზმანი - 3 ქულა. L'Equipe-ის აზრით, მას მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე ცუდი მატჩი ჰქონდა

ადრიენ რაბიო - 5 ქულა.

კილიან მბაპე - 9 ქულა. ჰეთ-თრიქის მიუხედავად, L'Equipe-ის მიხედვით, არგენტინელებს ბრწყინვალე გეგმა ჰქონდათ, რომლითაც მას სერიოზული პრობლემები შეუმნეს.

კინგსლი კომანი - 6 ქულა, მარკუს ტურამი - 7 ქულა, კოლო მუანი - 7 ქულა, ედუარდო კამავინგა - 6 ქულა.

არგენტინელთა შეფასებები

L'Equipe-მა „ალბისელესტეს“ რიგებში ემილიანო მარტინესი, ანხელ დი მარია და ლიონელ მესი გამოარჩია და მათ 8-8 ქულა დაუწერა. კარგი შეფასება მიიღეს სამხრეთ ამერიკელთა ნახევარმცველებმა და მაკ ალისტერის, ენცო ფერნანდესისა და როდრიგო დე პაულის თამაში 7 ქულით შეფასდა. კრისტიან რომეროს შეფასების გასწვრივ 7 ქულა ეწერა, ნიკოლას ოტამენდიმ 5 მიიღო, მოლინამ - 4, ტალიაფიკომ კი - 5.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არგენტინის ნაკრებმა დრეიკის წყევლა გატეხა - რეპერმა მაინც ვერ მოიგო
არგენტინის ნაკრებმა დრეიკის წყევლა გატეხა - რეპერმა მაინც ვერ მოიგო