ჩელსი, ლაიპციგი, კრისტოფერ ნკუნკუ
Aa
Aa

ყველაფერი შეთანხმებულია - ნკუნკუ ჩელსიში ითამაშებს

ლონდონის „ჩელსი“ და ტოდ ბოელი აქტიურობას განაგრძობს. ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა, რომ კრისტოფერ ნკუნკუ არისტოკრატებს შეუერთდებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით, გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

რომანოს თქმით, „ჩელსიმ“ ფრანგ თავდამსხმელთან შეთანხმებას მიაღწია. ყველა დოკუმენტი წესრიგშია და კრისტოფერი ლონდონურ კლუბს 2023 წლის ივლისში შეუერთდება. „არისტოკრატები“ და „ლაიპციგი“ 60 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ და ამას ბონუსიც დაემატება.

შეგახსენებთ, რომ ნკუნკუს ახლა ტრავმა აქვს და რეაბილიტაციის პროცესს გადის. დაზიანების  გამო ფრანგი შემტევი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ თამაშობს.

ცნობისთვის, კრისტოფერი გერმანულ კლუბს 2019 წელს შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე ნკუნკუმ „ლაიპციგის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 159-ჯერ მოირგო, 64 გოლი გაიტანა და 51 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას გოლი ვილიარეალთან - ნაპოლი დიეგო მარადონაზე დამარცხდა
ხვიჩას გოლი ვილიარეალთან - ნაპოლი დიეგო მარადონაზე დამარცხდა