მაროკოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

13 000 უფასო ბილეთი - მაროკოს ფეხბურთის ფედერაციის საჩუქარი გულშემატკივრებს

დღეს, მსოფლიო ჩემპიონატზე რიგით მეორე ნახევარფინალი გაიმართება. საფრანგეთის ეროვნული ნაკრები სენსაციურ მაროკოს დაუპირისპირდება.

ამ მატჩთან დაკავშირებით, მაროკოს ფეხბურთის ფედერაციამ საკმაოდ სასიამოვნო გადაწყვეტილება მიიღო. FRMF საკუთარ გულშემატკივრებს 13 000 უფასო ბილეთს გადასცემს. ასე კი მაროკოელი ქომაგების რაოდენობა სტადიონზე გაცილებით გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ მაროკოს ნაკრები მიმდინარე მუნდიალზე ყველაზე დიდი აღმოჩენაა. ვალიდ რეგრაგის შეგირდებმა ჯგუფში ბელგია ჩატოვეს. მერვედფინალში ესპანეთს მოუგეს, ხოლო მეოთხედფინალში პორტუგალიას.

ასევე, ვალიდ რეგრაგი გახდა პირველი აფრიკელი მწვრთნელი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ჯერ მეოთხედფინალში გავიდა, ხოლო შემდეგ ნახევარფინალში. მაროკო კი პირველი აფრიკული ნაკრებია, რომელმაც მუნდიალის ნახევარფინალში გააღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რივალდო: მესი - ღმერთი გვირგვინს ამ კვირაში დაგადგამს
რივალდო: მესი - ღმერთი გვირგვინს ამ კვირაში დაგადგამს