რუბენ დიაში, პორტუგალია
Aa
Aa

რუბენ დიაში: “ამით პორტუგალიის ისტორია არ სრულდება“

მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ერთი სენსაცია დაფიქსირდა. მაროკოს ნაკრებმა პორტუგალიას 1:0 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. ვალიდ რეგრაგი გახდა პირველი აფრიკელი მწვრთნელი, რომელიც მუნდიალის ამ ეტაპზე იასპარეზებს.

მატჩის დასრულების შემდეგ, პორტუგალიელთა ცენტრალურმა მცველმა რუბენ დიაშმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა დიაშმა?

„ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ ბურთი კარში არ შევიდა. შესაბამისად გოლი ვერ გავიტანეთ. უპირველეს ყოვლისა, ამ მომენტში მნიშვნელოვანია მეტი გამოცდილება დავაგროვოთ. მესმის, რომ წავაგეთ, მაგრამ ამით პორტუგალიის ნაკრების ისტორია არ სრულდება.

ჩვენ გვყავს ძალიან ახალგაზრდა თაობა. აქ შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, რომლებსაც უდიდესი მომავალი აქვთ და ნაკრებს მომავალში გამოადგებიან. უნდა გვქონდეს რწმენა, რომ არაფერი დაიკარგება.“

შეგახსენებთ, რომ მატჩში ერთადერთი გოლი 42-ე წუთზე ენ ნესირმა გაიტანა. სანტუშის შეგირდები ბევრს ცდილობდნენ, არაერთი მომენტი შექმნეს, მაგრამ ანგარიშს გათანაბრება ვერ შეძლეს და მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირს მორგანი: “ლაოსს მესი უნდა გაეძევებინა“
პირს მორგანი: “ლაოსს მესი უნდა გაეძევებინა“