გოგა ბითაძე
Aa
Aa

ბითაძის 5 ქულა - ინდიანამ ვაშინგტონი დაამარცხა

გამთენიისას NBA-ს მორიგი შეხვედრები გაიმართა. გოგა ბითაძის „ინდიან პეისერსმა“ „ვაშინგტონ ვიზარდსი“ 121:111 დაამარცხა.

გოგა თადარიგში იყო და ჯამში 13:57 წუთი ითამაშა. მისი მონაგარი 5 ქულა, 3 მოხსნა და 1 გადაცემა იყო. ბითაძემ ორიდან ერთი ზუსტი სამქულიანი ჩააგდო და ერთი ორიანიც. სამი მოხსნიდან სამივე საკუთარ ფარზე ჰქონდა. ერთხელ კი პერსონალური ჯარიმაც მიიღო.

რაც შეეხება შეხვედრის სცენარს, თავიდან გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. „პეისერსს“ ამ შეხვედრაში ბადი ჰილდმა ულიდერა, რომელმაც 28 ქულა ჩააგდო. ტაირიზ ჰალიბერტონმა კი ორმაგი დუბლი გაიფორმა, 23 ქულა 11 გადაცემა.

„ვიზარდსის“ მხრიდან გამორჩეული ლატვიელი გიგანტი კრისტაპს პორზინგისი იყო, რომელმაც 29 ქულა და 9 მოხსნა ჩაიწერა. კაილ კუზმას 27 ქულა ჰქონდა.

ამ მოგებით „ინდიანამ“ 14 გამარჯვება და 12 მარცხი მოაგროვა. აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფებიან. ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 11 დეკემბერს შინ „ბრუკლინ ნეტსთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სიკვდილი ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია“ - მორიგი სკანდალი კატარში
„სიკვდილი ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია“ - მორიგი სკანდალი კატარში