როი კინი, ტიტე
Aa
Aa

კინი: როგორ შეიძლება მწვრთნელმა იცეკვოს, როცა მატჩი არ დასრულებულა

როი კინმა ბრაზილიის ნაკრები გააკრიტიკა, ასევე მათი მთავარი მწვრთნელი ტიტე, რომელმაც ფეხბურთელებთან ერთად გოლის აღნიშვნისას იცეკვა.

„ეს მეტოქის უპატივცემულობაა და მწვრთნელის მხრიდან კარგი ქცევა არ არის. ცეკვავენ ვარსკვლავების ყურებას ჰგავს.

მე მიყვარს ბრაზილიის თამაშის ყურება, მიყვარს მათი ღირებულებები. როცა მსოფლიო ჩემპიონატზე ვფიქრობ, მაშინვე ბრაზილია მახსენდება. მე მიყვარს მათი ყურება, რადგან ფეხბურთში ისინი კარგები არიან, მაგრამ არა მაშინ, როცა ცეკვავენ ან როცა მწვრთნელი იწყებს ცეკვას. ეს უპატივცემულობაა.

არ მესმის, როგორ შეუძლია მწვრთნელს ცეკვა, როცა თამაში ჯერ არ დასრულებულა. მოწინააღმდეგე მწვრთნელი 10 იარდის მოშორებით დგას და ამ ყველაფერს უყურებს. ფეხბურთი არის პატივისცემა. ცეკვა მატჩის შემდეგ გასახდელში ან ღამის კლუბში, ეს არ არის პრობლემა.

მაგრამ რატომ არის ეს ნორმალური ბრაზილიისთვის მატჩის მიმდინარეობისას? თუ გოლის შემდეგ ყველა იცეკვებს, მატჩები სამი დღე გაგრძელდება.

იცით რისი სწავლება უნდა დაიწყონ სამწვრთნელო ლიცენზიის მომზადების დროს? დაივიწყეთ ტაქტიკა, მოედნის პირას მწვრთნელებს ცეკვა ასწავლეთ“,

- ციტირებს კინის სიტყვებს Daily Mail-ი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2-დღიანი მოლხენა, ცოლები და გოგონები სასტუმროში - რა მოხდა გერმანიის ნაკრებში
2-დღიანი მოლხენა, ცოლები და გოგონები სასტუმროში - რა მოხდა გერმანიის ნაკრებში