კატარი 2022
Aa
Aa

„სიკვდილი ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია“ - მორიგი სკანდალი კატარში

რამდენიმე დღის წინ, კატარში ფილიპინელი მიგრანტი მუშა დაიღუპა, რომელიც 2022 წლის მუნდიალზე მორიგი დაღუპული გახლავთ. ჯამში კი სტადიონების მშენებლობას 5 600-მდე მუშა შეეწირა.

ბოლოს გარდაცვლილი მუშის თაობაზე მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის აღმასრულებელ დირექტორ ნასერ ალ-ხატერს კითხვა დაუსვეს, რაზეც მან სკანდალური პასუხი გასცა.

„სიკვდილი ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია - სამსახურში იქნები თუ ძილის დროს".

40 წლის ფილიპინელი მამაკაცი, რომელსაც ალექსი ერქვა. როგორც გაირკვა, ის პანდუსიდან გადავარდა და სატვირთო მანქანას ზემოდან დაეცა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი მივიდა, მაგრამ ალექსის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გამოცემას განუცხადეს, რომ გარდაცვლილს სპეციალური თავდაცვის სპეციალური აღჭურვილობა არ ეკეთა.

„ჩვენ წარმატებული მუნდიალის შუაში ვიმყოფებით და თქვენ ამ კითხვას სვამთ? უცნაურია, რომ საუბარი ამით დაიწყეთ. ზოგადად ამ თემაზე ბევრი საუბარი იყო, ნეგატივი, რომელიც მუშების დაღუპვას უკავშირდება. ეს ინფორმაცია სიცრუეა“.

– განუცხადა ალ-ხატერიმ მედიას.

ალ-ხატერის კომენტარი გააკრიტიკა Human Rights Watch-მა.

„კატარის ოფიციალური პირის კომენტარი ასახავს უხეშ უგულებელყოფას იმ მიგრანტი მუშაკის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა. მისი განცხადება, რომ სიკვდილი ბუნებრივი მოვლენაა და ხდება ხოლმე - როდესაც ასეთი რამ ხდება, უგულებელყოფს სიმართლეს, რომ მრავალი მიგრანტი მუშის სიკვდილის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2-დღიანი მოლხენა, ცოლები და გოგონები სასტუმროში - რა მოხდა გერმანიის ნაკრებში
2-დღიანი მოლხენა, ცოლები და გოგონები სასტუმროში - რა მოხდა გერმანიის ნაკრებში