ბრიტნი გრაინერი
Aa
Aa

პატიმრები გაცვალეს - ბრიტნი გრაინერი თავისუფალია

აშშ-მ და რუსეთმა შეთანხმებას მიაღწიეს და WNBA-ის კალათბურთელი, ბრიტნი გრაინერი, რომელიც რუსეთში იყო დაპატიმრებული სამშობლოში ბრუნდება. იგი რუს დამნაშავეში, ვიქტორ ბუტში გაცვალეს, რომელიც იარაღით ვაჭრობის გამო იყო დაკავებული.

რუსულმა და ამერიკულმა მხარეებმა პატიმრების გაცვლა ოფიციალურად დაადასტურეს. პროცედურა 8 დეკემბერს, აბუ-დაბიში გაიმართა და გრაინერი სამშობლოში უახლოეს პერიოდში დაბრუნდება. მომხდარის თაობაზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და აღნიშნა, რომ ბუტი რუსეთის ტერიტორიაზე უკვე დაბრუნდა.

გრაინერის გათავისუფლებას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ ბრიტნის პირადად ესაუბრა, იგი უსაფრთხოდაა, თვითმფრინავში იმყოფება და სამშობლოში ბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ გრაინერს 9-წლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. 2022 წლის თებერვალში, 31 წლის სპორტსმენს ბარგის დათვალიერებისას ელექტრონული სიგარეტის ვაზნები აღმოუჩინეს, რომლებიც ჰაშიშის ზეთს შეიცავდა და ამის გამო დააპატიმრეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას და ლორენცოს შედარება შეუძლებელია“ - რას ამბობს ინსინიეს ყოფილი მწვრთნელი
„კვარას და ლორენცოს შედარება შეუძლებელია“ - რას ამბობს ინსინიეს ყოფილი მწვრთნელი