ნეიმარი, კატარი 2022, სელესაო
Aa
Aa

Uol: „ნეიმარს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, 1/8-ფინალს გამოტოვებს“

კატარი 2022-ის მეოთხედფინალურ სტადიას ბრაზილიელთა მთავარ ვარსკვლავი, ნეიმარი დიდი ალბათობით გამოტოვებს. ბრაზილიური Uol-ის ცნობით, სერბეთთან მიღებული კოჭის ტრავმის შემდეგ „სელესაოს“ შემტევს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, მკურნალობის პროცესი პოზიტიურად მიმდინარეობს, თუმცა ფეხბურთელი ვარჯიშისთვის და თამაშისთვის მზად არაა.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ბრაზილია კამერუნს შეხვდება (2 დეკემბერი), ბრაზილია მერვედფინალურ მატჩს 5 ან 6 დეკემბერს გამართავს. ბრაზილიური Uol-ის ცნობით, ნეიმარის 1/8-ფინალში თამაში ნაკლებად სავარაუდოა.

G ჯგუფში, ორი ტურის შემდეგ ბრაზილია 6 ქულით პირველ ადგილზეა, ტიტეს გუნდმა რიშარლისონის დუბლით სერბეთი დაამარცხა. ნეიმარის გარეშე შვეიცარიასთან მატჩი მძიმე გამოვიდა, თუმცა 83-ე წუთზე კაზემირომ ბრწყინვალე დარტყმით გამარჯვების გოლი შეაგდო.

შეგახსენებთ, ნეიმარმა სერბეთთან სასტარტოში ითამაშა და მე-80 წუთზე შეცვალეს. როგორც გამოკვლევამ აჩვენა, მას კოჭი დაუზიანდა, რის გამოც ჯგუფურ ეტაპზე „სელესაოს“ ვერ ეხმარება და დიდი ალბათობით მერვედფინალსაც გამოტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლი არაჩვეულებრივ ფეხბურთს თამაშობს“ - პიანიჩი სპალეტის გუნდზე
„ნაპოლი არაჩვეულებრივ ფეხბურთს თამაშობს“ - პიანიჩი სპალეტის გუნდზე