პორტუგალია, დანილო პერეირა
Aa
Aa

ჯგუფურ ეტაპს გამოტოვებს - დანილო პერეირა ტრავმირებულია

პორტუგალიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი კარგად დაიწყო. ფერნანდუ სანტუშის შეგირდებმა განა უმძიმეს ბრძოლაში 3:2 დაამარცხეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჯგუფიდან გასვლა ჯერ განაღდებული არ აქვთ.

ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალია ურუგვაის და სამხრეთ კორეას უნდა დაუპირისპირდეს. აღნიშნულ მატჩებს კი ერთ-ერთი ლიდერის გარეშე ჩაატარებს.

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ არასასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა. ცნობილი ხდება, რომ დანილო პერეირა ტრავმირებულია. „პარი სენ ჟერმენის“ მესამე ნეკნის მოტეხილობა აღენიშნება, რის გამოც, როგორც მინიმუმ ჯგუფურ ეტაპს გამოტოვებს. დაზიანება დანილომ ვარჯიშზე მიიღო.

ფერნანდუ სანტუშს პერეირას ჩანაცვლება პეპეთი ან ჟოზე ფონტეთი შეუძლია. ცნობისთვის, პორტუგალია მეორე ტურში ურუგვაის დაუპირისპირდება. მატჩი 28 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
talkSPORT-ი რონალდუს ინტერვიუზე: ეს სირცხვილია, ის მშიშარაა
talkSPORT-ი რონალდუს ინტერვიუზე: ეს სირცხვილია, ის მშიშარაა