ძიუდო: 8 წონიდან 6-ში ოქროს მედალი - ქართველი კადეტების დიდებული გამოსვლა
Aa
Aa

ძიუდო: 8 წონიდან 6-ში ოქროს მედალი - ქართველი კადეტების დიდებული გამოსვლა

უნგრეთში, ქალაქ დიორში კადეტ ძიუდოისტთა შორის ევროპის თასი გაიმართა, რომელშიც ქართველი ვაჟების ბრწყინვალე გამოსვლით დაგვირგვინდა.

8 წონითი კატეგორიიდან 6-ში ქართველებმა ოქროს მედლები მოიპოვეს. მძიმე წონაში საერთოდაც ქართული ფინალი შედგა.

საწყის დღეს, ქართველებმა 4-დან 4 ოქროს მედალი მოიპოვეს. დღეს კი 2 დაამატეს.

საწყის დღეს ოქროს მედლები შოთა ბაჩოშვილმა (50 კგ), მერაბ სამადაშვილმა (55), თორნიკე გიგაურმა (60) და გიორგი გიგაშვილმა (66) მოიპოვეს.

ქართული დელეგაციის ანგარიშზე ჯამში 6 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაოა.

81 კგ-ში ბრინჯაოს გიორგი ბენდელიანი დაეუფლა, რომელმაც იტალიელ დ’ურბანოს მოუგო.

90 კგ-ში დღეს საბა გველესიანმა ფინალური ბრძოლა რუმინელ მეტოქეს მოუგო. +90-ში კი ქართული ფინალი ლუკა ბენაიძესა და შოთიკო გოჩიაშვილს შორის შედგა, რომელიც იპონით გოჩიაშვილმა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
BBC: „შოკისმომგვრელი გამარჯვება საწყალი უელსის წინააღმდეგ“
BBC: „შოკისმომგვრელი გამარჯვება საწყალი უელსის წინააღმდეგ“