კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

რონალდუ: 40 წლამდე ვითამაშებ, ვნახოთ ჩემ ასაკში სხვები რას იზამენ

კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას 40 წლის ასაკში აპირებს.

“მინდა კიდევ ორი-სამი წელი ვითამაშო. ეს არის მაქსიმუმი. კარიერა 40 წლის ასაკში მინდა დავასრულო, მგონი კარგი ასაკია... მაგრამ არ ვიცი. უცნობია, როგორი იქნება მომავალი.

ხანდახან ცხოვრებისთვის რაღაც გეგმებს აყალიბებ, მაგრამ, როგორც არაერთხელ მითქვამს, ცხოვრება დინამიურია. არასოდეს იცი რა მოხდება“.

- ამბობს რონალდუ.

კრიშტიანუმ ხალხისა და პრესის კრიტიკაზე ისაუბრა და მის სათამაშო ფორმას შეეხო:

„არ მინდა თავდაჯერებულად ჟღერდეს და ვთქვა, რომ ისეთი ვარ, როგორიც 20 წლის ასაკში. არა რა თქმა უნდა. თუმცა, ადაპტაციას ვახერხებ, ვიცი ჩემი ძლიერი მხარეები. ახლაც მაღალ დონეზე ვთამაშობ, გოლებს ვიტან და ასეც გავაგრძელებ, თუ გონება ნათელი მექნება, თუ ბედნიერი ვიქნები. და თუ ირგვლივ იქნებიან ადამიანები, რომლებიც დამეხმარებიან გავხდე წარმატებული მოთამაშე, განსაკუთრებით მწვრთნელი, პრეზიდენტი, ხელმძღვანელობა.

მაგრამ როცა ირგვლივ სწორ ენერგიას ვერ გრძნობ, ასეთ დროს შენთვის რთულია იყო საკუთარი თავი. აი ეს დამემართა მეც.

რა თქმა უნდა, კრიტიკისგან თავის დაღწევა არავის შეუძლია: „აჰ, ის უკვე 37 წლისაა, ის აღარ არის იგივე.” მაგრამ მინდა ვნახო, როგორ ითამაშებს ვინმე სხვა ჩემს დონეზე, იმავე ასაკში. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მჯერა, რომ მშვენიერი მსოფლიო ჩემპიონატი მექნება“,

- განაცხადა რონალდუმ TalkTV-ზე პიერს მორგანთან ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრემიერ ლიგის კლუბმა პირველი ნაბიჯი გადადგა - ნაპოლი ხვიჩას გაშვებას არ აპირებს
პრემიერ ლიგის კლუბმა პირველი ნაბიჯი გადადგა - ნაპოლი ხვიჩას გაშვებას არ აპირებს