კრიშტიანუ რონალდუ, უეინ რუნი
Aa
Aa

რუნი რონალდუს ინტერვიუზე: მისი რამდენიმე კომენტარი უცნაურად მომეჩვენა

უეინ რუნიმ კრიშტიანუ რონალდუს სკანდალურ ინტერვიუზე კომენტარი გააკეთა.

„რონალდუ წარმოუდგენელი ფეხბურთელია. ის მესისთან ერთად ორ საუკეთესო ფეხბურთელს შორის არის, ვისაც ოდესმე ფეხბურთი უთამაშია.

რონალდუმ მისცა ინტერვიუ, მან კი მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა. მასში რამდენიმე კომენტარი ცოტა არ იყოს უცნაურად მომეჩვენა.

მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მანჩესტერ იუნაიტედი ამ თემაზე რეაგირებას მოახდენს, როცა ინტერვიუს სრული ვერსია გამოქვეყნდება, კლუბი ყველა საჭირო ზომას მიიღებს“.

- ამბობს რუნი.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ თავის ცნობილ ინტერვიუში რუნიც გააკრიტიკა და თქვა:

„არ ვიცი, უეინ რუნი ასე ხშირად რატომ მაკრიტიკებს. ალბათ, იმიტომ, რომ მან კარიერა ჩემზე ბევრად ადრე დაასრულა, მე კი კვლავ უმაღლეს დონეზე ვთამაშობ, მაგრამ არ ვიტყვი, რომ მე მასზე უკეთესი ვარ".

ბრიტანული პრესა ვარაუდობს, რომ ამ ინტერვიუს შემდეგ, რონალდუ „იუნაიტედში“ დაბრუნებას აღარ აპირებს და ამის სურვილი არც კლუბს ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როდის დაბრუნდება კვარა - იტალიური მედია თარიღს აანონსებს
როდის დაბრუნდება კვარა - იტალიური მედია თარიღს აანონსებს