კრიშტიანუ რონალდუ, გარი ნევილი
Aa
Aa

ნევილი: იუნაიტედმა რონალდუს კონტრაქტი უნდა გაუწყვიტოს

გარი ნევილმა კრიშტიანუ რონალდუს სკანდალურ ინტერვიუზე ისაუბრა, რომელშიც პორტუგალიელმა კლუბი, ტენ ჰაგი და რალფ რანგნიკი საჯაროდ გააკრიტიკა.

ნევილი თვლის, რომ „იუნაიტედმა“ პორტუგალიელს კონტრაქტი უნდა გაუწყვიტოს და გუნდიდან გაუშვას.

„არა მას უკან დასახევი გზა აღარ აქვს და არა მგონია, რომ უკან დაბრუნდეს. ის ამ ინტერვიუს არ ჩაწერდა, დაბრუნება რომ სურდა. მან იცოდა, რომ ეს გამოიწვევდა ხმაურიან სათაურებს პრესაში და მანჩესტერ იუნაიტედში მისი კარიერის დასასრულს.

მაინტერესებს რას გააკეთებს იუნაიტედი, რადგან რეალობა ის არის, რომ მათ იციან, რომ კრიშტიანუს კონტრაქტი უნდა გაუწყვიტონ - წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რეალურად შექმნიან პრეცედენტს, რის შემდეგაც ნებისმიერ მოთამაშეს შეეძლება მომავალში კლუბი გააკრიტიკოს.

მე ვეთანხმები კრიშტიანუს მიერ წამოყენებულ ზოგიერთ პუნქტს და მანჩესტერ იუნაიტედის ბევრი ქომაგი მას დაეთანხმება, მაგრამ რეალობა ისაა, რომ თუ კომპანიის თანამშრომელი ხარ და ამას ამბობ, შენი სამუშაო უნდა შეწყდეს და მანჩესტერ იუნაიტედმა უნდა გააკეთოს ეს. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში.

ალბათ რონალდუსაც ეს სურს, მაგრამ ყველაფერი ასე არ უნდა დასრულებულიყო. მხარეები რამდენიმე კვირით ადრე უნდა შეკრებილიყვნენ და საკითხი მშვიდად მოეგვარებინათ“.

- განაცხადა ნევილმა Sky Sports-თან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი - ვუნდერკინდი, რომელსაც შეუძლია, ხვიჩას ნაბიჯებს გაუყვეს
ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი - ვუნდერკინდი, რომელსაც შეუძლია, ხვიჩას ნაბიჯებს გაუყვეს