კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

რონალდუ შვილის გარდაცვალებაზე: მამაჩემის სიკვდილის შემდეგ, ეს ყველაზე მძიმე მომენტი იყო

კრიშტიანუ რონალდუმ ახალშობილი შვილის გარდაცვალებას მის ცხოვრებაში ყველაზე რთული მომენტი უწოდა.

აპრილში რონალდუსა და ჯორჯინას ტყუპები შეეძინათ, თუმცა მშობიარობის შედეგად მხოლოდ ერთი გადარჩა.

„ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი მომენტია, მას შემდეგ, რაც მამაჩემი გარდაიცვალა.

როცა უკვე გყავს შვილები, ფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად უნდა იყოს. რთულია, ცოცხალი ადამიანი ვარ და ეს რთული პერიოდი იყო - ჩემთვის და ჯორჯინასთვის.

ჩვენ ვერ გავიგეთ, რატომ მოხდა ეს ჩვენს თავს. მართალი გითხრათ, ეს მართლაც რთული მომენტი იყო. ალბათ ის პერიოდი ყველაზე რთული იყო ჩემს ცხოვრებაში. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, განსაკუთრებით ჯორჯინასთვის.

ზოგჯერ ვცდილობ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ავუხსნა, რომ აქამდე არასდროს მიგრძნია ერთდროულად მწუხარებაც და სიხარულიც, როცა ჩემი ქალიშვილი დაიბადა.

ეს ძნელი ასახსნელია, არ იცი იტირო თუ გიხაროდეს. შენ არ იცით, ამ დროს როგორ მოიქცე“,

- განაცხადა პორტუგალიელმა პირს მორგანთან ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესი: ფეხბურთი მიყვარს, მაგრამ არ მგონია კიდევ დიდხანს ვითამაშო
მესი: ფეხბურთი მიყვარს, მაგრამ არ მგონია კიდევ დიდხანს ვითამაშო