კრიშტიანუ რონალდუ, რაფაელ ვარანი
Aa
Aa

ვარანი რონალდუს ინტერვიუზე: რა თქმა უნდა, ეს ჩვენზე მოქმედებს

კრიშტიანუ რონალდუს სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს თითქმის ყველა აკეთებს. გამონაკლისი არც რაფაელ ვარანია, რომელიც პორტუგალიელთან ერთად „რეალშიც“ თამაშობდა.

„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენზე მოქმედებს. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ იმას, რაც ხდება, ისევე როგორც ის, რასაც რონალდუ ამბობს. ჩვენივე გზით ვცდილობთ სიტუაციის განმუხტვას, ვცდილობთ ამ ყველაფერში ძალიან არ ჩავერთოთ.

ის, რაც დიდ კლუბებში ხდება, მედიას ეს აინტერესებს და ყველაფერი შუქდება. როდესაც საქმე ეხება კრიშტიანუ რონალდუს მასშტაბის ვარსკვლავს, ეს კიდევ უფრო ხმაურიანი ხდება. ჩვენ ამას მარტო ვერ შევცვლით, ჩვენ ყველანი გუნდის ნაწილი ვართ.

გუნდისთვის საუკეთესო მინდა. როგორიც არ უნდა იყოს კლუბის გადაწყვეტილება, ჩვენ მივიღებთ მას და ყველაფერს გავაკეთებთ“,

- თქვა ვარანმა.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ ცოტა ხნის წინ, კლუბი, ერიკ ტენ ჰაგი და რალფ რანგნიკი მის მიმართ არასწორი დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა და პრესასთან ყველაფერზე საჯაროდ ისაუბრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი ინციდენტი კატარში - პოლიცია ჟურნალისტს კამერის დამტვრევით დაემუქრა
პირველი ინციდენტი კატარში - პოლიცია ჟურნალისტს კამერის დამტვრევით დაემუქრა