ჩელსი, კრიშტიანუ რონალდუ, მანჩესტერ იუნაიტედი
Aa
Aa

ჩელსი გამოირიცხა - პოტერი რონალდუს თავის ტაქტიკაში ვერ ხედავს

სეზონის დაწყების წინ, კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება სურდა. საბოლოოდ ასე არ მოხდა, მაგრამ არ წყდებოდა საუბარი იმის შესახებ, რომ პორტუგალიელი სუპერ ვარსკვლავი „წითელ ეშმაკებს“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებდა.

ასევე, სეზონის წინ ლონდონის „ჩელსის“ ახალ პრეზიდენტს ტოდ ბოელს მისი გადაბირება სურდა, თუმცა ტრანსფერი ტომას ტუხელმა დაბლოკა.

ეს ყველაფერი მას შემდეგ უფრო გამძაფრდა, რაც ვეტერანმა თავდამსხმელმა ღიად განაცხადა, რომ ტენ ჰაგს და „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას მისი გუნდიდან მოშორება სურთ. რონალდუმ ისიც თქვა, რომ მას პატივს არ სცემენ და არც ის სცემს ტენ ჰაგს პატივს.

„რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი „არისტოკრატებს“ ისევ დაუკავშირეს. ამას სპორტული მედიები ორი მიზეზით ხსნიან. პირველი ის, რომ ტუხელი „ჩელსის“ აღარ წვრთნის, ხოლო მეორე შემთხვევაში ლონდონური კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე ყოფნა სახელდება.

ავტორიტეტული გამოცემა The Express წერს, რომ კრიშტიანუ „ჩელსიში“ ვერ გადავა. ამის მიზეზად კი გრეჰემ პოტერის პოზიციას ასახელებს. „არისტოკრატების“ ახალ დამრიგებელს ვეტერანი პორტუგალიელი გუნდში არ სურს, რადგან ის თავის ტაქტიკაში 5 ოქროს ბურთის მფლობელს ვერ ხედავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უილშირი: “არტეტას რონალდუ არ ენდომება, არც მე მენდომებოდა“
უილშირი: “არტეტას რონალდუ არ ენდომება, არც მე მენდომებოდა“