კრიშტიანუ რონალდუ, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

„მან. იუნაიტედში მიღალატეს, ტენ ჰაგს პატივს არ ვცემ“ - რონალდუს სკანდალური ინტერვიუ

Piers Morgan Uncensored-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუმ „მან. იუნაიტედში“ მის მიმართ არსებულ უპატივცემულობაზე ღიად ისაუბრა. რონალდუს თქმით, მას მანჩესტერულ კლუბში უღალატეს.

„მან. იუნაიტედში“ მიღალატეს, აქ პატივს არ მცემენ, ეს მხოლოდ ამ სეზონში არ დაწყებულა, გასულ სეზონშიც ასე იყო. პატივისცემა არ მაქვს ერიკ ტენ ჰაგის მიმართ, რადგან მან არ აჩვენა პატივისცემა ჩემს მიმართ. თუ ვინმე პატივს არ მცემს, მეც ანალოგიურად ვპასუხობ.

რაც სერ ალექს ფერგიუსონი გუნდიდან წავიდა, კლუბი არ განვითარებულა. პროგრესი იყო ნული. მან კარგად იცის, რომ გუნდი სწორ გზაზე არ დგას. პირები, რომლებიც ამას ვერ ხედავენ, ბრმები არიან, მაგრამ მე მინდა, რომ ქომაგებმა სიმართლე იცოდნენ, კლუბისთვის საუკეთესო მინდა და სწორედ ამიტომ დავბრუნდი „მან. იუნაიტედში“. ეს კლუბი პირველ ადგილზე უნდა იყოს, მაგრამ საქმე სხვაგვარადაა. მაგალითად, საინტერესოა, თუ როგორ გაუშვეს სულშერი და შემდეგ რანგნიკი დანიშნეს, ეს ვერავინ გაიგო, თუ რატომ მოიქცნენ ასე. რანგნიკი მწვრთნელი არასდროს ყოფილა. მის შესახებ არასდროს არაფერი მსმენია. გაოცებული არა მარტო მე, მთელი მსოფლიო დარჩა.

არ ვიცი, უეინ რუნი ასე ხშირად რატომ მაკრიტიკებს. ალბათ, იმიტომ, რომ მან კარიერა დაასრულა, მე კი კვლავ უმაღლეს დონეზე ვთამაშობ, მაგრამ არ ვიტყვი, რომ მე მასზე უკეთესი ვარ.

„მან. იუნაიტედში“ დაბრუნებისას გულს დავუჯერე. სერ ალექსმა მითხრა, რომ შეუძლებელი იყო „მან. სიტიში„ გადავსულიყავი. მე მას დავეთანხმე და „ოლდ ტრაფორდზე“ დავბრუნდი“.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ 2003-09 წლებში „მან. იუნაიტედში“ თამაშობდა, როცა გუნდის მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი იყო. 2021 წელს „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნდა, მიმდინარე სეზონში 37 წლის ფორვარდმა პრემიერ ლიგაში მხოლოდ 520 წუთი ითამაშა, 1 გოლი შეაგდო. ასევე, ევროპა ლიგის ექვს შეხვედრაში 2 გოლი შეაგდო და ამდენივე საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან დაბალი დონის ფეხბურთელები მყავს, დიბალა გვჭირდება“ - მოურინიო
„ძალიან დაბალი დონის ფეხბურთელები მყავს, დიბალა გვჭირდება“ - მოურინიო