კრიშტიანუ რონალდუ, გარი ნევილი
Aa
Aa

ნევილი რონალდუს აკრიტიკებს: ექვსი თვეა მისგან არაფერი გვსმენია

გარი ნევილმა პრესასთან საუბრისას კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა. ინგლისელმა ამჯერად პორტუგალიელს კაპიტნის თვისებები დაუწუნა.

„რონალდუ მოედანზე კაპიტნის რანგში გავიდა და გუნდმა წააგო. ასეთ დროს შენი ამოცანაა მატჩის შემდეგ საკუთარი ქმედებები ახსნა. მე თავის დროზე ამ პოზიციაზე ვიყავი და ვიცი რაზეც ვსაუბრობ.

გუნდის გამარჯვების შემთხვევაში, ბომბარდირი ან ერთ-ერთი ვარსკვლავი გამოიკითხება. თუ გუნდი წააგებს, მეკარე, ცენტრალური მცველი ან კაპიტანი საუბრობს. რატომ არაფერი არ გაგვიგია მისგან? უნდა გამოსულიყო და ეთქვა, ეს და ეს არასწორად გაკეთდა, მოდი ვიმუშაოთ და მოვემზადოთ შემდეგი მატჩისთვის.

დროა მან დაიწყოს საუბარი. ექვსი თვეა მისგან არაფერი გვსმენია“,

- განუცხადა ნევილმა The Overlap პოდკასტს.

შეგახსენებთ, რომ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წასვლას უწინასწარმეტყველებენ. პორტუგალიელს სეზონის მეორე წრიდან ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში და მისი აგენტი ჟორჟე მენდეში ლონდონის „ჩელსისთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დოპინგზე ჩავარდნის საფრთხე? - ხვიჩას დაბრუნება შესაძლოა მაინც გადაიდოს
დოპინგზე ჩავარდნის საფრთხე? - ხვიჩას დაბრუნება შესაძლოა მაინც გადაიდოს