გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„შემთხვევითი არაა, რომ მისით ევროპული გრანდები ინტერესდებიან“ - Eldesmarque მამარდაზე წერს

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ცნობილი ესპანური გამოცემა Eldesmarque წერს და ქართველ კიპერს „ღამურების“ ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრებს.

რა წერია სტატიაში:

გიორგი მამარდაშვილი თავისი სეივებით ევროპაში სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. „ვალენსიაში“ მისი პროგრესი ყველაფერზე მეტყველებს. ჯენარო გატუზოს გუნდში ის ერთადერთია, რომელმაც ლა ლიგაში ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა. შემთხვევითი არაა, რომ მის კარზე დიდებული ევროპული გუნდები აკაკუნებენ. იმის მიუხედავად, რომ ბოლო თვენახევრის განმავლობაში ის კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებს, ყოველთვის გვთავაზობს რამდენიმე ეფექტურ სეივს. ასე იყო ლა ლიგის მე-13 ტურში, „რეალ სოსიედადის“ წინააღმდეგაც.

ამ თამაშში ერთი წუთიც არ იყო გასული, როდესაც ასიერ ილარამენდის შორეული გასროლა მოიგერია. პირველი ტაიმის შუაში  ბრაის მენდესის დარტყმა აიღო. 38-ე წუთზე კი კომერტმა გადაარჩინა მისი კარი.

მეორე ნახევარში მამარდაშვილი შედარებით შეუმჩნეველი იყო. „რეალ სოსიედადს“ მხოლოდ 1 შანსი ჰქონდა, ისიც ტაიმის დასაწყისში, როდესაც სორლოტმა ძელს მოარტყა ბურთი.

იუვენტუსის ინტერესი

ბოლო გუნდი, რომელიც მამარდაშვილით დაინტერესდა ტურინის „იუვენტუსი“ იყო. კლუბის წარმომადგენლები მის სანახავად „სევილიასთან“ მატჩზეც იყვნენ წასულები. ტურინელებისთვის ახლა საიმედო გარანტი ვოიცეხ შჩესნია, თუმცა 32 წლის პოლონელს კონტრაქტი წელიწადნახევარში ეწურება. სწორედ ამიტომ, იტალიური გრანდი მომავალ მეკარეს ეძებს.

Gazzeta dello Sport-მა განმარტა, რომ არსებობენ პრემიერ ლიგის გუნდებიც, რომლებიც მამარდაშვილს აქტიურად აკვირდებიან. იუვესთვის კი სხვა ვარიანტი 22 წლის მარკო კარნესეკია, რომელიც „ატალანტას“ ეკუთვნის, თუმცა იჯარით „კრემონეზეში“ თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში „ვალენსიას“ შემადგენლობაში 13 შეხვედრა ჩაატარა და 15 გოლი გაუშვა, კარის მშრალად შენახვა კი მხოლოდ 2 მატჩში შეძლო. ქართველი ფეხბურთელის გუნდი ბოლოს „რეალ სოსიედადს“ ესტუმრა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

ჯენარო გატუზოს გუნდი მომდევნო შეხვედრას 10 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე „ბეტისის“ წინააღმდეგ გამართავს, შემდეგ კი „ღამურები“ მუნდიალის გამო 1-თვიან შესვენებაზე გავლენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მუნდიალის შემდეგ დაბრუნდება? - ბოლო ცნობები ხვიჩას ჯანმრთელობაზე
მუნდიალის შემდეგ დაბრუნდება? - ბოლო ცნობები ხვიჩას ჯანმრთელობაზე