სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილი პარკეტს დაუბრუნდა - ქართველმა კალათბურთელმა ატლანტასთან ითამაშა

მილუოკ “ბაქსის” ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა ტრავმა მოიშუშა და ატლანტა „ჰოუკსთან“ დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილს ტვინის შერყევა ჰქონდა და მილოუკელთა 3 თამაში  გამოტოვა.

დღევანდელ შეხვედრაში კი ეროვნული ნაკრების წევრმა პარკეტზე 6:09 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში საკუთარ გუნდს 2 ქულა მოუტანა.

აღნიშნული შეხვედრა კი ატლანტას გამარჯვებით 117:98 დასრულდა. ჩატარებული 10 მატჩის შემდეგ მამუკელაშვილის გუნდი 9 მოგებითა და 1 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენს ლიგის ლიდერია.

მომდევნო მატჩი მილოუკი ოკლაჰომას დაუპირისპირდება. შეხვედრა 11 ნოემბერს გამთენიისას გაიმართება.

ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში დღესვე ინდიანა ნიუ ორლეანს დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 129:122 დაამარცხა. აღსანიშნავია,რომ ქართველ კალათბურთელს გოგა ბითაძეს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ისლანდიაში გაემგზავრა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ისლანდიაში გაემგზავრა