გურამ ქუთათელაძე
Aa
Aa

„ყოველთვის მზად ვარ ბრძოლისთვის და ომისთვის!“ - ქუთათელაძე განცხადებას ავრცელებს

UFC-ის ქართველი მებრძოლი, გურამ ქუთათელაძე ოქტაგონს უბრუნდება. „ქართველი ვიკინგი“ მომდევნო ორთაბრძოლას 21 იანვარს, UFC 283-ზე გამართავს, მეტოქე კი ბრაზილიელი ტიაგო მოიზესი იქნება, რომელსაც MMA-ში ბალანსი 16:6-ზე აქვს.

ორთაბრძოლამდე გურამ ქუთათელაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ის გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

რას წერს ქუთათელაძე:

ყოველთვის მზად ვარ ბრძოლისთვის. ყოველთვის მზად ვარ ომისთვის. ყოველთვის მზად ვარ იმისთვის, რომ მივიღო ის, რაც მეკუთვნის. ყოველთვის მზად ვარ, რომ დავიცვა ის, რაც ოდესმე ჩემი ყოფილა.

ჩემს დაბადებამდე რამდენიმე წუთით ადრეც კი, დედაჩემი, შუა ზამთარში სამშობიაროში ტყვიებს იცილებდა და აჩენდა მეომარს, რომელიც არასდროს ნებდება და ყოველთვის აღწევს მიზანს, ყოველთვის ადის მწვერვალზე. ღმერთია ჩემს გვერდით.

ცნობისთვის, გურამ ქუთათელაძეს MMA-ს ეგიდით 15 ბრძოლა აქვს გამართული, აქედან 12 შეხვედრაში გაიმარჯვა, სამში კი დამარცხდა. UFC-ში ქართველმა მებრძოლმა 2 ბრძოლა გამართა, ბალანსი კი 1:1-ზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზომბისთვის ჭიკაძესთან ჩხუბი არც კი შეუთავაზებიათ“ - ახალი ინფორმაცია გიგას მეტოქეზე
„ზომბისთვის ჭიკაძესთან ჩხუბი არც კი შეუთავაზებიათ“ - ახალი ინფორმაცია გიგას მეტოქეზე