გურამ ქუთათელაძე
Aa
Aa

UFC 283 - ქუთათელაძის მეტოქე ცნობილია

21 იანვარს, ბრაზილიაში UFC 283 ტურნირი იგეგმება, სადაც მონაწილეობას გურამ ქუთათელაძე მიიღებს. ქართველი მებრძოლი მსუბუქ წონაში გამოვა და მისი მეტოქე ადგილობრივი ტიაგო მოიზესი იქნება.

ცნობისთვის, ქუთათელაძემ უკანასკნელად მიმდინარე წლის ივნისში იჩხუბა. მისი მეტოქე ყაზახი დამირ ისაგულოვი იყო, რომელთანაც მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

ასევე გეტყვით, გურამმა შერეულ ორთაბრძოლებში 15 დაპირისპირება გაიმართა, საიდანაც 12 მოიგო და 3 წააგო. UFC-ში კი 2020 წლის შემდეგ გამოდის და მის ანგარიშზე ერთი გამარჯვება და ერთი მარცხია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რომან დოლიძე ფილ ჰოუს დაუპირისპირდა და ნოკაუტით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუს და მილიტოს ჩამორჩება - ხვიჩას ბრწყინვალე მიღწევა სერია ა-ში
რონალდუს და მილიტოს ჩამორჩება - ხვიჩას ბრწყინვალე მიღწევა სერია ა-ში