რომან დოლიძე
Aa
Aa

“თუ შენ არ ჩერდები, მე გაგაჩერებ“ - დოლიძე გამარჯვების შემდეგ

ლას ვეგასში UFC-ის მორიგი ღონისძიება შედგა, სადაც ჩვენს ყურადღებას რომან დოლიძისა და ფილ ჰოუს ბრძოლა იწვევდა, რომელიც ქართველი მებრძოლის გამარჯვებით დასრულდა. დოლიძემ ამერიკელი მეტოქე პირველივე რაუნდში გათიშა და ბრძოლა ნოკაუტით მოიგო. ბრძოლის დასრულების შემდეგ, რომან დოლიძემ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა დოლიძემ? 

„იმედი მქონდა, რომ ბრძოლას შეწყვეტდა, რადგან ის ტრავმირებული იყო, მაგრამ ასე არ მოიქცა და დაგვანახა, თუ როგორ უნდოდა გამარჯვება. ცეცხლი გამოავლინა, ბოლომდე იბრძოდა, ის ნამდვილი მებრძოლია. ზოგადად, „თუ შენ არ ჩერდები, მე გაგაჩერებ“.

ბრძოლის მიმდინარეობისას ფილთან ვსაუბრობდი. ვეუბნებოდი, რომ მისი მუხლი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. რამდენჯერმე ვუთხარი, რომ გაჩერებულიყო, მაგრამ მან არაფერი მიპასუხა. საბოლოდ ის მე გავაჩერე. ჩემს კარიერაზე ნოკაუტები კარგად მოქმედებს, მაგრამ, როგორც პიროვნებას სხვა სტილში გამარჯვებაც მიყვარს.

ახლა ფილმა იცის, თუ როგორ ვჩხუბობ მე და იგივე შეცდომას აღარ დაუშვებს. საუკეთესო მხარდამჭერები მყავს. ადამიანები, რომლებსაც ვუყვარვარ. ისინი გამუდმებით ჩემს გვერდით არიან და მხარს მიჭერენ. სერგეის სამ კვირაში ბრძოლა აქვს ჩანიშნული და მე აუცილებლად ვუგულშემატკივრებ მას.

მე გიგა და სხვა მებრძოლები ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და ვიღებთ იმ ბენეფიტებს, რაც შეგვიძლია, რომ მივიღოთ. არ მაინტერესებს ფილი ტოპ 15-დან თუ დაამარცხებს ვინმეს. მე შემდეგი ბრძოლისთვის უბრალოდ კარგი სახელი მჭირდება. რეალურად, ტოპ 15-ში მყოფი მებრძოლი საუკეთესოს არ ნიშნავს. დიდი მადლობას ყველას მხარდაჭერისთვის, ძალიან მალე დავბრუნდები.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილი უძლური იყო - ლევანდოვსკიმ ბარსას 93-ე წუთზე მოაგებინა
მამარდაშვილი უძლური იყო - ლევანდოვსკიმ ბარსას 93-ე წუთზე მოაგებინა