გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე
Aa
Aa

მატჩის MVP! - შერმადინმა ბილბაოსთან გაიბრწყინა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ საკუთარ მოედანზე „ბილბაოს“ უმასპინძლა და 16 ქულის სხვაობით, 73:57 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 23 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. შეხვედრის ბოლოს შერმადინი მატჩის MVP-დაც დასახელდა. საერთო ჯამში ქართველმა ცენტრმა 20 ქულა და 7 მოხსნა დააფიქსირა, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 26 ქულა იყო.

7 ტურის შემდეგ, „ტენერიფე“ 6 მოგებით და 1 მარცხით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება. შერმადინის გუნდს მომდევნო შეხვედრა 19 ნოემბერს, სტუმრად „ვალენსიას“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონთა ლიგა - შერმადინის ტენერიფეს გამანადგურებელი გამარჯვება
ჩემპიონთა ლიგა - შერმადინის ტენერიფეს გამანადგურებელი გამარჯვება