ბარსელონა, ჟერარდ პიკე
Aa
Aa

პიკე: “მე აქ დავიბადე და აქ მოვკვდები“

ლა ლიგის მორიგ ტურში „ბარსელონამ“ „ალმერიას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. რომ არა პიკეს გადაწყვეტილება ეს მატჩი არაფრით გამორჩეული არ იქნებოდა. ესპანელმა მცველმა 35 წლის ასაკში კარიერა დაასრულა და დღეს ბარსას მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა.

ჩავი ერნანდესმა ესპანელი ფეხბურთელი მოედნიდან 83-ე წუთზე გაიყვანა და უდიდესი აპლოდისმენტებიც მიიღო. მატჩის დასრულების შემდეგ კი პიკემ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა პიკემ?

„პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა ჩემს კოლეგებს, გუნდის ყველა წევრს, სამწვრთნელო შტაბს და ა.შ. მადლობა იმათ, ვინც ყოველდღიურად გვეხმარებიან. როდესაც ბერდები, ხანდახან ერთადერთი, რაც გინდა წასვლაა. აქ ძალიან დიდი სიყვარული სუფევდა და დიდი ვნება ტრიალებდა.

ვფიქრობ, დრო იყო წასვლის და დიდი სივრცის დატოვების. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ისევ აქ ვიქნები. ეს არ არის დამშვიდობება. წლების წინ მე აქედან წავედი და შემდეგ ისევ დავბრუნდი. აქ დავიბადე და აქ მოვკვდები! მალე შეგხვდები ბარსა!“

ცნობისთვის, ჟერარდ პიკე „ბლაუგრანას“ აღზრდილი გახლავთ, თუმცა მთავარ გუნდში დებიუტი 2008 წელს ჰქონდა. იქამდე 35 წლის ესპანელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ იყო გაყიდული, ხოლო შემდეგ „სარაგოსაში“ იჯარის წესით თამაშობდა. დღემდე პიკემ „ბარსელონას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 616-ჯერ მოირგო, 53 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბარსას უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა თავის გუნდთან ერთად ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო, მათ შორის ორჯერ „ტრიპლეტი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ხვიჩა მსოფლიოს გარშემო გვატარებს“ - სპალეტი ატალანტასთან მატჩის შემდეგ
“ხვიჩა მსოფლიოს გარშემო გვატარებს“ - სპალეტი ატალანტასთან მატჩის შემდეგ