მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

მერაბის თანაგუნდელი: „მინდა, მომდევნო ჩხუბში ჩიტო ვერა სცემოს“

მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელმა, მეტ ფრევოლამ ქართველ მებრძოლზე ისაუბრა. ფრევოლა Youtube არხის, Against the Fence-ის სტუმარი გახლდათ და „მანქანის“ მომდევნო მეტოქის შესახებ ჰკითხეს.

„რიკი სიმონისა და მერაბ დვალიშვილის მეორე ჩხუბი? ამის შესახებ არაფერი მსმენია და ჩვენთან ამაზე საუბარი არ ყოფილა. დვალიშვილისთვის სულერთია და ის ნებისმიერთან ბრძოლისთვის მზადაა. ამ წუთისთვის, მერაბი რეიტინგის მეორე ნომერია და მინდა, მან ჩიტო ვერა სცემოს“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა ლეგენდარული ჟოზე ალდოს წინააღმდეგ გამართა. „მანქანამ“ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა. UFC-ის რეიტინგის ბოლო განახლების შემდეგ, მერაბი რეიტინგში მეორე ადგილს პიოტრ იანთან იყოფს.

ჩიტო ვერას რაც შეეხება, ის მეოთხე ნომერია და ზედიზედ 4 ბრძოლაა არ დამარცხებულა. ბოლოს მან დომინიკ კრუზის წინააღმდეგ იჩხუბა და ნოკაუტით იმარჯვა, მანამდე კი რობ ფონტი და ფრენკი ედგარი დაამარცხა. ვერას 28 ჩხუბიდან 20 მოგებული აქვს, ერთხელ კი ბრძოლის შედეგი გაუქმდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამედიცინო შტაბი მის მდგომარეობას შეაფასებს - რას წერენ ხვიჩას ტრავმაზე
სამედიცინო შტაბი მის მდგომარეობას შეაფასებს - რას წერენ ხვიჩას ტრავმაზე