თორნიკე შენგელია
Aa
Aa

სერჯო სკარიოლო: „შენგელია დაგვიბრუნდა, დროა ითამაშოს“

ევროლიგის მე-6 ტურში, თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ საკუთარ კედლებში „ლიონ ვილერბანს“ დაუპირისპირდება. იტალიელთა მთავარი მწვრთნელის, სერჯო სკარიოლოს თქმით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი გუნდთან ერთად იმყოფება და სათამაშოდ მზადაა.

„თორნიკე შენგელია დაგვიბრუნდა. დროა, პარკეტზე გავიდეს და რამდენიმე წუთი ითამაშოს. ნელ-ნელა უნდა დაბრუნდეს“.

შეგახსენებთ, რომ შენგელიამ ტრავმა ნიდერლანდებთან მატჩში მიიღო, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარებოდა. თავდაპირველად, ვარაუდობდნენ, რომ შენგელიას ოპერაცია ჩაუტარდებოდა, თუმცა პირველ სექტემბერს ჩატარებული გამოკვლევიდან გამომდინარე, შენგელია ქირურგიულ ჩარევას გადაურჩა.

30 წლის კალათბურთელი „ვირტუს ბოლონიას“ 2022 წლის მარტში შეუერთდა და კლუბთან ერთად ევროთასის გამარჯვებული გახდა. იტალიის ჩემპიონატის ეგიდით, მან მონაწილეობა 19 შეხვედრაში მიიღო და 12.8 ქულას, 5.2 მოხსნას და 2.7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები