გიორგი შერმადინი, ტენერიფე
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგა - შერმადინის ტენერიფეს გამანადგურებელი გამარჯვება

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში ლენოვო „ტენერიფე“ „ბნეი ჰერცლიას“ ესტუმრა და გამანადგურებელი ანგარიშით 95:57 დაამარცხა.

ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი გიორგი შერმადინმაც შეიტანა. ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში მოგვევლინა და პარკეტზე 19 წუთი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა 16 ქულა, 8 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მასპინძლებმა წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ოთხეულში გასწიეს, რომელიც „ტენერიფეს“ სასარგებლოდ 23:22 დასრულდა. დანარჩენ სამ მეოთხედში, მთელი მატჩის განმავლობაში სტუმრები დომინირებდნენ.

33 წლის ქართველს მხარი სასუ სალინმა აუბა, რომელმაც მატჩში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ფინელმა კალათბურთელმა 25 წუთში 18 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, „ტენერიფეს“ 5 ქულა აქვს და პირველ/მეორე ადგილს „პერისტერისთან“ ერთად იყოფს. შემდეგ ტურში, ვიდორეტას შეგირდები კვლავ „ჰერცლიას“ დაუპირისპირდებიან, თუმცა ამჯერად საკუთარ კედლებში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი 2 სეტში - ბასილაშვილი პარიზის მასტერსს გამოეთიშა
მარცხი 2 სეტში - ბასილაშვილი პარიზის მასტერსს გამოეთიშა