ბერნარდუ სილვა
Aa
Aa

ბარსა მესისა და ბერნარდუს შორის არჩევანს გააკეთებს

„ბარსელონა“ შემადგენლობის გაძლიერებას იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც შეეცდება და ასევე სეზონის ბოლოს ზაფხულშიც.

იანვარში კატალონიელთა მთავარი საზრუნავი საყრდენი ნახევარმცველის დამატება და ახალი მარჯვენა მცველის შეძენა იქნება. შესაძლოა კლუბმა სათადარიგო ცენტრფორვარდიც იყიდოს, თუმცა ეს პრიორიტეტული ჯერ არ არის.

რაც შეეხება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას, Sport-ის ცნობით, „ბარსას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა 2 ტრანსფერზე ოცნებობს, რომელთაგან ერთის გაჩარხვა მისი ოცნებაა - ლეო მესი ან ბერნარდუ სილვა.

როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკური ბერკეტების გააქტიურების შემდეგ „ბარსას“ მისამართით ფინანსური შეზღუდვები მოიხსნა - თუ აქამდე 1/4-ის წესი მოქმედებდა, ზაფხულიდან კლუბი ექვემდებარება 1/1 წესს (შეგიძლიათ დახარჯოთ ყოველი მიღებული ევრო).

მომავალი ზაფხულიდან „ბარსელონაზე“ კვლავ 1/4-ის წესი გავრცელდება, რაც ხმაურიან ტრანსფერებს ორმაგად რთულს გახდის, რის გამოც კატალონიელთა პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას მეგატრანსფერის გაკეთება იანვარში ერჩივნა, თუმცა „ბარსას“ ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, ნაკლებად წარმოსადგენია, რომ რომელიმე ტოპ კლასის მოთამაშემ შუა სეზონში ასეთ მდგომარეობაში მყოფ გუნდში გადასვლა მოისურვოს.

რაც შეეხება ზაფხულს და მესი-ბერნარდუს ტრანსფერისთვის საჭირო პროცედურებს, ასეთი 3 გახლავთ: პირველი - კლუბმა უნდა გაუშვას ბუსკეტსი, ალბა და პიკე, რათა სახელფასო ჭერი შემსუბუქდეს. მეორე - კლუბმა უნდა გაყიდოს ვინმე სარფიან ფასში, მაგალითად დე იონგი ან რომელიმე სხვა მოთამაშე. მესამე - კლუბმა უნდა გააქტიუროს მორიგი ფინანსური ბერკეტი, ამჯერად MLB-ის წილის გაყიდვა.

ამ სამივე პირობის შესრულების შემდეგ, ლაპორტას მოუწევს არჩევანი მესისა და ბერნარდუს შორის გააკეთოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FourFourTwo-ს ტოპ 10 ახალგაზრდა - კვარა საკაზე და კამავინგაზე წინაა
FourFourTwo-ს ტოპ 10 ახალგაზრდა - კვარა საკაზე და კამავინგაზე წინაა