ბარსელონა, რონალდ არაუხო
Aa
Aa

განწირული ყვირილი - არაუხომ გულშემატკივარ გოგონას ფეხზე მანქანით გადაუარა

როდესაც ფეხბურთში წარმატებული ხარ, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ვარსკვლავობას თავისი მინუსებიც აქვს. თუ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თამაშობ, მარტო მშვიდად ქუჩაში ვერ გაივლი.

არასასიამოვნო სიტუაციაში გაეხვა კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელი რონალდ არაუხო. ურუგვაელი ცენტრალური მცველი, „ბლაუგრანას“ საწვრთნელ ბაზას ტოვებდა და მას ქომაგების ჯგუფი მიუახლოვდა. იქ შეკრებილი საზოგადოება არაუხოსგან ავტოგრაფს ითხოვდნენ.

რონალდი საკუთარი ავტომობილით იმყოფებოდა და ტერიტორიის დატოვება, სცადა რა დროსაც, მოულოდნელად ერთ-ერთი გულშემატკივრის განწირული ყვირილი გაიგონა. რა თქმა უნდა, ბარსას ფეხბურთელმა მანქანა გააჩერა. როგორც აღმოჩნდა, არაუხომ ერთ-ერთ მანდილოსანს ფეხზე გადაუარა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეული იყო.

ესპანური მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ არაუხო რამდენიმე მეტრის მოშორებით გაჩერდა, თუმცა შემდეგ აღარ ჩანს გადმოვიდა, თუ არა მანქანიდან. საბოლოოდ, დაზარალებულ გულშემატკივარზე „ბარსელონამ“ იზრუნა. აღნიშნული პიროვნება საწვრთნელ ბაზაზე შეიყვანეს და მასზე კატალონიური გრანდის მედიკოსებმა იზრუნეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“თანამედროვე შემტევი დუეტი“ - Gazzetta-ს სტატია ხვიჩაზე და ოსიმენზე
“თანამედროვე შემტევი დუეტი“ - Gazzetta-ს სტატია ხვიჩაზე და ოსიმენზე