ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

„200%-ით მოტივირებულები ვართ“ - ჩავი ვიქტორია პლზენთან მატჩზე

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ბარსელონა“ დასკვნითი ტურის შეხვედრას გამართავს. კატალონიური გუნდის მეტოქე „ვიქტორია პლზენი“ იქნება.

იმის მიუხედავად, რომ „ბლაუგრანას“ მერვედფინალში გასვლის შანსი დაკარგული აქვს, ჩავიმ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდი ხვალინდელ მატჩში მხოლოდ მოსაგებად იბრძოლებს. ესპანელი სპეციალისტი კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობას და განიავებულ შანსებსაც შეეხო.

რა თქვა ჩავიმ:

გუნდი 200%-ით იქნება მოტივირებული, როგორც ყოველთვის. ზოგადად, ჩემპიონთა ლიგაზეც და ლა ლიგაშიც ასეთი შემართებით ვთამაშობთ. სამწუხაროა ასეთ სიტუაციაში რომ აღმოვჩნდით, მაგრამ გუნდის წამყვან ფეხბურთელებს, გავის, პედრის და სხვებს თამაში სურთ. ისინი პროფესიონალები არიან და ეს გასაგებია. ხვალინდელ თამაშში სიამოვნების მიღებას ვაპირებთ და გამარჯვებას ვგეგმავთ.

სამწუხაროდ, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ჩვენთვითონ დავკარგეთ. კარგი შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ ის ჩვენი შეცდომების, არასახარბიელო სიტუაციებისა და მსაჯების შეცდომების გამო გამოგვეცალა.

გვქონდა შანსი მიუნხენში გოლის გატანის, ასევე ინტერთან კარგი თამაში, რომელიც ფრედ დასრულდა, სიტუაციის კონტროლი დავკარგეთ... ყველაფერი ჩვენზე იყო დამოკიდებული, მაგრამ საპირისპიროდ მოხდა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „ვიქტორია პლზენის“ შეხვედრა ხვალ, საქართველოს დროით 00:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლივერპული VS ნაპოლი - მატჩის წინ
ლივერპული VS ნაპოლი - მატჩის წინ