რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

ლევანდოვსკი: „დრო გვჭირდება, ბარსას შეუძლია ისევ საუკეთესო გახდეს“

„ბარსელონას“ ფეხბურთელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ La Vanguardia-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ „ბლაუგრანას“ შეუძლია, მსოფლიოს საუკეთესო კლუბი გახდეს.

„უმნიშვნელოვანესია, იყო იმ კლუბში, სადაც ყოფნა გინდა და პირველივე წუთიდან, თავი ბედნიერად და კომფორტულად იგრძნო. თანაგუნდელებთან კარგი კონტაქტი მქონდა და ყოველთვის ვცდილობდი, მათ გავსაუბრებოდი და მათთან კავშირი არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის მიღმა დამემყარებინა. ბარსელონაში საოცარი ფეხბურთელები არიან, რომლებსაც დიდი პოტენციალი აქვთ, მაგრამ, გარდა ამისა, ისინი ადამიანური თვისებებითაც გამოირჩევიან.

ჩემი ოცნება ლა ლიგაში თამაში იყო და როცა იმ გუნდის ღირსებას იცავ, რომლის რიგებში ასპარეზობაზეც ოცნებობდი, არა მხოლოდ კომფორტულად გრძნობ თავს, არამედ ამაყიც ხარ. პირველად, როცა კლუბს შევუერთდი, ამერიკაში ვიყავით და გულშემატკივრების თანადგომა ვიგრძენი, რაც საოცარი შეგრძნება იყო. ისინი ჩემ გვერდით დგანან, ჩემი სჯერათ და ჩემთვის, როგორც ფეხბურთელისთვის, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

ვიცი, რომ ბარსელონა გუნდს ხელახლა აშენებს და პროცესს დრო სჭირდება. მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ და ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც მეტი გამოცდილება და დრო სჭირდებათ. დარწმუნებული ვარ, პროგრესს განვაგრძობთ და მსოფლიოს საუკეთესო გუნდი გავხდებით. ჩავიმ იცის, რას აკეთებს. მართალია, მას დიდი გამოცდილება არ აქვს, მაგრამ ის, რაც დაუჯერებელი საფეხბურთო კარიერისას მიიღო, იდეების განხორციელებაში ეხმარება“.

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკი და კომპანია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩნენ და ევროპა ლიგაზე გადაერთვებიან. ლა ლიგაში, „ბლაუგრანა“ ლა ლიგის ტიტულისთვის იბრძვის და ლიდერ „რეალს“ 1 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ესპანური გამოცემა: „ვალენსია მამარდაშვილის შემცვლელზე ფიქრობს და დე ხეა სურს“
ესპანური გამოცემა: „ვალენსია მამარდაშვილის შემცვლელზე ფიქრობს და დე ხეა სურს“